ცესკო: 12 საათისთვის მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობა 13,2%-ია

ცესკომ 12:00 სთ-ის მდგომარეობით, №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (მთაწმინდა) საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა გამოაქვეყნა. ​მათი ინფორმაციით, 12 საათისთვის საკუთარი არჩევანი 5 814 მოქალაქემ დააფიქსირა, რაც 13,2%-ია. ​
შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში, ამავე დროის მონაცემების მიხედვით, ამომრჩეველთა აქტივობა 10,4% იყო.
ცნობისათვის, მთაწმინდის ოლქში, ჯამში, 43 909 ამომრჩეველია დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები