ცესკო: ათი საათისთვის მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობა 5,2%-ია

ცესკომ 10:00 სთ-ის მდგომარეობით, №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (მთაწმინდა) საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა გამოაქვეყნა. ​მათი ინფორმაციით, ათი საათისთვის, საკუთარი არჩევანი 2293 მოქალაქემ დააფიქსირა, რაც 5,2%-ია.
ცნობისათვის, მთაწმინდის ოლქში, ჯამში, 43 909 ამომრჩეველია დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები