აშშ-ში ლგბტ თემის მხარდამჭერ აქციაზე სროლა იყო(ვიდეო)
ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი, ვაშინგტონში ლგბტ თემის მხარდამჭერ აქციაზე სროლა იყო. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. პოლიციამ შეიარაღებული პირი უკვე დააკავა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გარბიან სროლის გამო შეშინებული აქციის მონაწილეები.
აშშ-ში, ვისკონსინის შტატის ისტორიაში პირველად კაპიტოლიუმის შენობის სახურავზე ლგბტ დროშა აღმართეს. დროშის აღმართვის ბრძანება ვისკონსინის გუბერნატორმა ტონი ევერსმა გასცა. დროშა ლგბტ “პრაიდის” აღსანიშნავად შენობის თავზე ივნისის თვის განმავლობაში იფრიალებს.