ცესკო: მთაწმინდის მე-12 საარჩევნო უბანზე ინციდენტი ამოწურულია

ცესკო-ს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, მთაწმინდის მე-12 საარჩევნო უბანზე მომხდარი ინციდენტი ამოწურულია. როგორც მან აღნიშნა, მომხდართან დაკავშირებით, პრობლემა აღარ არსებობს.
​ანა მიქელაძის თქმით, მთელი დღის განმავლობაში, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად გაავრცელებს ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობისა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.
ცნობისათვის, მთაწმინდის მე-12 საარჩევნო უბანზე მცირე ინციდენტი მოხდა. სააგენტო „ნიუს სფეისის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლების მონაცემებს ინიშნავდა და ტელეფონით აგზავნიდა სახელსა და გვარებს. მისი თქმით, ეს არის გაყალბების სქემა.
ბრალდებას უარყოფს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიათა” წარმომადგენელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები