სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა საცხოვრებელ სახლს დაეჯახა

ნაძალადევის რიონში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა საცხოვრებელ სახლს დაეჯახა. შემთხვევა გვიან ღამით, უამინდობის გამო მოხდა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის პრესსამსახურში აცხადებენ, დაშავებულია მძღოლი და ორი ექიმი.
​მათივე ცნობით, სახლში მყოფი პირები არ დაზიანებულან.
„2 ექიმი გადაყვანილია მე-8 საავადმყოფოში, ერთი გადაუდებელ ქირურგიაში -„ევექსში“. ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის – სტაბილურად მძიმე. სახლში მყოფი პირებიდან არავინ დაზიანებულა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში არც პაციენტი იმყოფებოდა. გამოძახებაზე მიდიოდნენ. წინასწარი მოკვლევით, შემთხვევა წუხელ, გვიან საღამოს, მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო მოხდა“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები