უხვი ნალექის გამო, თბილისში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 115 გამოძახება დაფიქსირდა 

თბილისში, უხვი ნალექის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 115 გამოძახება დაფიქსირდა. მათივე ინფორმაციით, ძირითადი გამოძახებები ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებიდან იყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, გამოძახებების უმრავლესობა ხეების წაქცევას და ტოტების ჩამოვარდნას ეხებოდა, ასევე, იყო წყლის მომატება გზებზე და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების დატბორვა.

“ყველა მათგანზე მოხდა რეაგირება, დაშავებული არავინაა. ამჟამად ვითარება სტაბილურია, მხოლოდ რამდენიმე ადგილას მიდის ხეების მოჭრის სამუშაოები”, -აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები