თბილისში, უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო, ხეები წაიქცა

თბილისში, სამ მისამართზე უამინდობის გამო ხეები წაიქცა, მათ შორის, სანქტ-პეტერბურგის ქუჩაზეც. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.

შსს-ს ცნობით, თბილისის მასშტაბით, საგანგებო სამსახურში 25 შეტყობინებაა შემოსული. შეტყობინებების უმრავლესობა დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს უბნებს უკავშირდება. ყველა გამოძახების ადგილზე გასულია სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები