უხვი ნალექისა და ქარის შედეგად, ავლაბარში ხის ფასადი ავტომობილს დაეცა

უხვი ნალექის და ძლიერი ქარის შედეგად, ავლაბარში ღვინის აღმართზე ხის ფასადი მსუბუქ ავტომობილს დაეცა. ამის შესახებ imedinews-ი წერს.

ავტომობილში არავინ იმყოფებოდა. BMW-ს მარკის მანქანა მსუბუქად არის დაზიანებული, ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი იმყოფება და ცდილობს მანქანის მეპატრონეს დაუკავშირდეს.

ცნობისთვის, თბილისში მოსული ძლიერი წვიმის გამო ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა შეიზღუდა. ამ დროისთვის, თბილისის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების სამსახურში 25-ზე მეტი შეტყობინებაა შესული. შეტყობინებების უმრავლესობა დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს უბნებს უკავშირდება.

ყველა გამოძახების ადგილზე გასულია სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები