დავით თათვიძე – 6 წლის ევროპის ჩემპიონი ჭადრაკში

6 წლის დავით თათვიძე 7 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა. თათვაძემ რუმინეთის ქალაქ მამაიაში მიმდინარე ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ზედიზედ რვა პარტია მოიგო.

“დავით თათვიძემ მერვე პარტიაშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა და ერთი ტურით ადრე მოიპოვა 7 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული”, – აღნიშნულია ჭადრაკის ფედერაციის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები