სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, კონფერენცია მიმდინარეობს

8 – 9 ივნისს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, კონფერენცია იმართება, რომელზეც განიხილება პროექტი თემაზე – „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ პილოტირების შედეგები. კონფერენციაში საჯარო სკოლების დირექტორები და განათლების სპეციალისტები მონაწილეობენ.

ღონისძიებას ესწრებიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდ “საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯენერ ედელმანი. კონფერენციაში, ასევე, საჯარო სკოლების დირექტორები და განათლების სპეციალისტები მონაწილეობენ.

„სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ სამწლიანი კვლევითი პროექტია, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ – საქართველოსა“ და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას და სკოლის თვითშეფასებისა და განვითარების სისტემის მოდელების შემუშავებას.

პროექტი სპილოტირება ჩატარდა, როგორც ქალაქების, ასევე დაბების და მაღალმთიანი სოფლების 13 სკოლაში. კონფერენციაზე წარმოდგენილია თვითშეფასების ის პროექტები, რომლებიც ამ სკოლებმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან და საერთაშორისო კონსულტანტებთან თანამშრომლობით განახორციელეს. უახლოეს მომავალში, დაგეგმილია სკოლების თვითშეფასების ონლაინ კურსის პრეზენტაციაც, რომელიც პროექტის ფარგლებში შემუშავდა სკოლების აქტიური მონაწილეობით. კონფერენციაზე წარმოდგენილია საპილოტე პროექტის განხორციელებისას ჩატარებული კვლევის ანგარიში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები