თბილისში ნერგების ფესტივალი გაიმართება

10 ივნისს, თბილისში ჩინური სახალხო დღესასწაული – ნერგების ფესტივალი გაიმართება. გამწვანების აქცია 10:00- საათზე, გლდანში (გლდანის პატარა ტბა) დაიწყება.
ფესტივალი, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით, ჩინეთის სავაჭრო პალატისა და 4U მულტიმედია ჯგუფის ორგანიზებით იმართება.

როგორც „კვირას“ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიების მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, გლდანის რაიონის გამგებელი, ჩინური კომპანიები, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, ჩინური უნივერსიტეტების სტუდენტები და ა.შ.

გამწვანების აქციის ფარგლებში, იგეგმება ღონისძიების ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის გასართობი აქტივობები, მათ შორის, 4U მულტიმედია ჯგუფის მიერ დაგეგმილი ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლების კონცერტი, გამწვანების აქციაში ჩართული მოხალისეებისთვის სერტიფიკატების გადაცემა და ა.შ.

ცნობისათვის, ნერგების ფესტივალი უკვე 3 წელია ტარდება. მისი მიზანი გარემოზე ზრუნვა და ჩინელი ხალხის სახელით, საქართველოში გამწვანების ხელშეწყობაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები