კახაბერ ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით, ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებს ქართული დელეგაცია დააკვირდება

პარლამენტის წევრის, კახაბერ ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით, ყაზახეთში საქართველოდან სადამკვირვებლო დელეგაცია გაემგზავრა.

საქართველო-ყაზახეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის, კახაბერ ოქრიაშვილის გარდა, ყაზახეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს ამავე ჯგუფის წევრები, სიმონ ნოზაძე და რამაზ ნიკოლაიშვილიც დააკვირდებიან.

ცნობისათვის, ყაზახეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 9 ივნისს, ადგილობრივი დროით 07:00-დან 22:00 საათამდე გაიმართება. ქართული სადამკვირვებლო ჯგუფის გარდა, საპრეზიდენტო არჩევნებს დსთ-ს წევრი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დააკვირდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები