მამუკა ბახტაძე: 21-ე საუკუნეში, წარმატების ისტორია მთლიანად უნდა ეყრდნობოდეს ჩართულობას

“ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ყველაზე ამბიციური მიზნისკენ წინსვლას, მათ შორის, დამწყები ბიზნესებისა და ინოვაციებისთვის სათანადო ეკოსისტემის შექმნის მიმართულებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში (World Affairs Council) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, საქართველოში არსებობს ყველა წინაპირობა, მსგავსი ეკოსისტემის განსავითარებლად.

“საქართველოს აქვს უნიკალური ისტორიული მემკვიდრეობა. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყო საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ინოვაციების საკვანძო ცენტრი. საქართველოს უმნიშვნელოვანესი ასპექტია ჩართულობა. 21-ე საუკუნეში კი წარმატების ისტორია მთლიანად უნდა ეყრდნობოდეს ჩართულობას.

საქართველო სავსეა იმედით და მისწრაფებებით. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი უძველესი ისტორიით. ჩვენ ვართ გლობალური საზოგადოების ნაწილი. ჩვენ გვერდში ვუდგავართ აშშ-ს და სხვა სახელმწიფოებს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან დემოკრატიის, ჩვენი ცივილიზაციისა და ღირებულებების შენარჩუნებისა და დაცვის საქმეს მათგან, ვინც გვემუქრება. წინსვლისთვის ჩვენ გვჭირდება ისეთი მეგობრები, როგორიცაა ამერიკა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები