ლევან იზორიამ მინი-ფეხბურთის გუნდ „არმიას“ გამარჯვება მიულოცა

თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ მინი-ფეხბურთის ტურნირის ოქროს ლიგა 2018-19 სეზონის გამარჯვებულია.

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ „არმიას“ ფეხბურთელებს შეჯიბრში გამარჯვება მიულოცა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან იზორია ფეხბურთელებს პირადად გაესაუბრა და მიღწეული წარმატებისთვის მათ მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა ფეხბურთელებს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 15-16 ივნისს დაგეგმილ მინი-ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატში EFBLU European Tour 3 2019-ში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებაც აცნობა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდი “არმია”, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებით არის დაკომპლექტებული, მინი-ფეხბურთის ტურნირში ოქროს ლიგა 2018-19 სეზონის ფინალში გავიდა, სადაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გუნდი “RS” ანგარიშით 6:3 დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონობა მოიპოვა. „არმიას“ ფეხბურთელებმა “საუკეთესო მეკარის” და “საუკეთესო ფეხბურთელის” ნომინაციაშიც გაიმარჯვეს.

თავდაცვის სამინისტროს მინი-ფეხბურთის გუნდი „არმია“ 2016 წელს შეიქმნა და წელს უკვე მესამე სეზონია, რაც ოქროს ლიგაში ასპარეზობს. ოქროს ლიგა 2018-19 სეზონი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა და მასში მონაწილეობა სახელმწიფო უწყებების და კერძო კომპანიების გუნდებმა მიიღეს. შეჯიბრი სპორტული სააგენტო SBM-ის ორგანიზებით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები