ბორჯომის სალოტბარო სკოლამ დღის ცენტრ ,,თებეს” ბენეფიციარებს მცირე კონცერტი მოუწყო

ბორჯომის სალოტბარო სკოლა, ლოტბარ ლელა მუხურაძის ხელმძღვანელობით, სასწავლო სემესტრის დასასრულს, ბულგარეთის საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციის მიერ დაფუძნებულ დღის ცენტრ “თებეს” ესტუმრა და ბენეფიციარებს მცირე კონცერტი წარუდგინა.
ბავშვებმა ხალხური სიმღერები და ტრადიციული საგალობლები შეასრულეს.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბორჯომის სალოტბარო სკოლა 2015 წელს გაიხსნა, რომელშიც მსურველები უფასოდ ეუფლებიან ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ საეკლესიო გალობას.
დღის ცენტრი “თებე” 2017 წელს დაარსდა და მისი მიზანია შშმ პირთა/ბავშვთა სოციალიზაცია, დამოუკიდებლი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარება და მათი ოჯახების მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები