ზაზა სარალიძე: თადუმაძე პირველი შეხვედრისას დამპირდა, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ.,  TV პირველის ეთერში მიხეილ კალანდიას დაკავებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას საქმის ბოლომდე მიყვანას გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე დაჰპირდა.

სარალიძის თქმით, პროკურატურაში აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც მოუსმინა და შეისმინა. ეს არის ორი ადამიანი – გენერალური პროკურორი და ახალი საქმის პროკურორი.

სარალიძემ, ასევე, აღნიშნა, რომ პირველივე შეხვედრაზე დაჰპირდა მას შალვა თადუმაძე საქმის ბოლომდე მიყვანას.

„თადუმაძეს პირველად რომ შევხვდი, მაშინ თქვა სიტყვა, რომ მე ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე. ბოლოსაც რომ შევხვდი ომით, იყო რაღაც დეტალებზე საუბარი, რომელი დეტალებიც არ გამომიტანია საზოგადოებაში, იქიდან გამომიდინარე, სანამ მიხეილ კალანდიას საქმის არსებით განხილვაზე არ გამოჩნდება ყველაფერი, მანამდე თავს შევიკავებ ყველაფრისგან. მაგრამ დღეს უკვე პირდაპირ მოვუწოდებ, რაში სჭირდება ისეთი პროკურორები, რომლებიც დაზარალებულს არც კი უსმენდნენ და არც უსმენენ”,- აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები