მაშველებმა თბილისის ზღვაზე ტურისტი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, თბილისის ზღვიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი 17 წლის ტურისტი ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. გადარჩენილი ტურისტი სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები