„ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“ – კონცერტი-გამოფენა გაიმართება

10 ივნისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება კონცერტი-გამოფენა – „ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საღამოზე წარმოდგენილი იქნება შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანის ხეობის უნიკალური ტრადიციული სასიმღერო, საცეკვაო, ზეპირსიტყვიერი ფოლკლორის ნიმუშები და ეთნოგრაფიული გამოფენა.
2017 წლიდან, გალობის უნივერსიტეტისა და ფონდ „ქართული გალობის“ ორგანიზებით, ხორციელდება სტუდენტური დასაქმების პროგრამა, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს, რეგიონებში არსებულ გუნდებთან  ადგილობრივი ტრადიციული სიმღერების აღდგენაზე იმუშაონ.
სცენაზე გაცოცხლდება 1930-იან, 50-იან და 70-იან წლებში ჭვანის ხეობაში ჩაწერილი ტრადიციული მრავალხმიანი სიმღერები, რომლებიც დაცულია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტსა და ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის არქივებში.
ანსამბლი „ჭვანა“ 2015 წელს შეიქმნა ადგილობრივი ლოტბარის, ბატონ ტარიელ ბოლქვაძის ინიციატივითა და იმჟამინდელი შუახევის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, ვახტანგ ბერიძის ხელშეწყობით. ანსამბლის პირველი ხელმძღვანელი გახლდათ ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგი ლოლა სურმანიძე.
ახლად შექმნილმა ანსამბლმა დიდ წარმატებას მიაღწია – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ ორგანიზებულ საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე (2015-2016) და „ავთენტიკური ჯგუფების“ ნომინაციაში III ადგილი მოიპოვა. ამჟამად ანსამბლის ხელმძღვანელია ტარიელ ბოლქვაძე.
პროექტის ფარგლებში ჭვანის ხეობაში ადგილობრივი ტრადიციული სიმღერების აღდგენაზე იმუშავეს გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა: ნათია აზარაშვილმა, ნინო რეხვიაშვილმა, ილია ხვიჩიამ და გიორგი ჯოლბორდმა. ხელმძღვანელი: თეონა რუხაძე.
პროექტის კოორდინატორი – ნინო რაზმაძე.

ღონისძიების მხარდამჭერები:
• თსკ-ის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი მრავალხმიანობის კვლევის ცენტრი;
• თსუ-ს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი;
• ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი;
• საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”;
• მეღვინეობა შილდა.

ეთნოგრაფიული გამოფენა გაიხსნება 18:00 საათზე;
კონცერტის დასაწყისი 19:00 საათზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები