მდინარე დუნაიში ტურისტული ნავის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, მდინარე დუნაიში ტურისტული ნავის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა. მაშველებმა კიდევ ერთი სამხრეთკორეელი ტურისტისა და ეკიპაჟის ერთი წევრის უნგრელი მამაკაცის ცხედრები აღმოაჩინეს. ეკიპაჟის წევრის ცხედარი კატასტროფის ადგილიდან 21 კილომეტრის დაშორებით იპოვეს.
სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. უნგრელი მაშველები კიდევ ცხრა ადამიანს – რვა სამხრეთ კორეელ ტურისტსა და ხომალდის ეკიპაჟის ერთ წევრს ეძებენ.
ტრაგედია დუნაიზე 29 მაისს მოხდა. მცირე ზომის ტურისტული ნავი მდინარე დუნაიზე რეისს ახორციელებდა, როდესაც ბუდაპეშტში, პარლამენტის შენობასთან ახლოს, უკნიდან ძვირადღირებული გემი დაეჯახა. ტურისტული ნავი ავარიიდან რამდენიმე წამში ჩაიძირა, ბორტზე სულ 35 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან მხოლოდ შვიდი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
​მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გემის უკრაინელი კაპიტანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები