საზარელი ავარია დუბაიში – დაიღუპა 17 ადამიანი

დუბაიში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ხუთმა მძიმე დაზიანებები მიიღო. ავტობუსის მგზავრები ტურისტები იყვნენ. ინფორმაციას ინციდენტის შესახებ დუბაის პოლიცია “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
ავარიის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი და ტურისტების ეროვნება უცნობია, თუმცა, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინდოეთის საელჩომ დუბაიში  8 გარდაცვლილის ვინაობა ამოიცნო.
ავტოსაგზაო შემთხვევა შეიხ მუჰამედ ბინ ზეიდის ავტომაგისტრალზე მოხდა. ავტობუსში სულ 31 ადამიანი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები