„ნუცას სკოლა“ – მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის აღდგენილი ვერსიის ჩვენება გაიმართება
11 და 12 ივნისს, 19:00 საათზე, ეროვნული არქივის კინოთეატრში, მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის – „ნუცას სკოლა“ – აღდგენილი ვერსიის ჩვენება გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფილმი აღდგენილია 2019 წელს, „ქართული ფილმის“ სარესტავრაციო ბაზაზე.
ოპერატორი: დავით გუჯაბიძე, მხატვრები: გოგი რატიშვილი, გოჩა მაისურაძე, კოტე ჯაფარიძე; კომპოზიტორი: ვახტანგ კახიძე.
მონაწილეობენ: ზაზა პაპუაშვილი, გოგოლა კალანდაძე, მარინა ჭიჭინაძე, ბექა ქავთარაძე, ნინო კობერიძე, თამარ მამულაშვილი, დათო ხახიძე, თამარ სხირტლაძე, კაცი კავსაძე, სოფიკო ჭიაურელი, ზურაბ ბეგალიშვილი, დავით დვალიშვილი, ვასილ ბახტაძე, ნუგზარ ხიდურელი.
მწარმოებელი კომპანიები: „ქართული ფილმი“, „ქართული ტელეფილმი“.
ბილეთის ფასი: 5 ლარი.