შვედეთში, მრავალსართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა – არიან დაშავებულები (ვიდეო)

შვედეთის ქალაქ ლინჩეპინგში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაშავდა, გაცილებით მეტი კი სახლის გარეშე დარჩა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო AFTOBADENT-ი ავრცელებს.
“სააბაზანოში ვიყავი, როდესაც ვიგრძენი, როგორ შეირყა მთლიანი სახლი. ძლიერი ქუხილის ხმასავით იყო”, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. მისივე თქმით, ის აფეთქების ადგილიდან 7 კმ-ის დაშორებით ცხოვრობს, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც იგრძნო.
აფეთქების შედეგად, საცხოვრებელ კორპუსსა და მის მიმდებარე შენობაში ფანჯრების მინებია ჩამსხვრეული.
მედიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე 20 სასწრაფო დახმარებისა და 14 საპატრულო ეკიპაჟი იმყოფება.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები