დავით დარჩიაშვილი და გიგი თევზაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: “ქოციკი” გახდი?!

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრი, დავით დარჩიაშვილი და ილიას უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, გიგი თევზაძე სოციალურ ქსელში ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირების მიზეზი დარჩიაშვილის მიერ “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსი გახდა, სადაც ის ,,ქოცი პიარშიკების” მიერ შალვა შავგულიძის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის შესახებ” წერს.
“რა უნდა გიღირდეს იმად, რომ ადამიანს ცილი დასწამო, ის დააბრალო, რაც არაა? რა და ძალაუფლება. ასეთია “ქოცის” სავარაუდო პასუხი ამ სავარაუდო კითხვაზე. იმაზე მეტი სიბინძურის მნახველი, რასაც შალვა შავგულიძის წინააღმდეგ “ქოცთა” პიარშჩიკები (ეს რუსული ტერმინი მშვენივრად აკვდებათ ზედ) აკეთებენ, კარგა ხანია, არ ვყოფილვარ”, – დაწერა დავით დარჩიაშვილმა.
გიგი თევზაძე დარჩიაშვილის პოსტს კომენტარით გამოეხმაურა: “ქოციკი” გახდი?
დარჩიაშვილმა თევზაძეს შემდეგნაირად უპასუხა – რა გინდა?… ასე ვთქვათ, “პა ჟიზნი”, რა გინდა?!
გიგი თევაზაძემ, ასევე, კომენტარის ველში დარჩიაშვილს მწვავე კითხვითვე უპასუხა: და შენ რა გინდა, იცი, იმის გარდა, პარტიულ ბოს(ზ)ებს რომ ასიამოვნო?
თევზაძეს დარჩიაშვილი უცენზურო წინადადებით გამოეხმაურა: “პაშოლ ნა ხ&&…”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები