საქსონიის პრემიერმინისტრმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება მოითხოვა

გერმანიის ფედერალური ტერიტორიის, საქსონიის პრემიერმინისტრი, მიხაელ კრეჩმერი მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები უნდა გაუქმდეს. მისი აზრით, დასავლეთ გერმანია და რუსეთი ერთმანეთს უნდა შეხვდნენ, რადგან, მისი თქმით, გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობების დარეგულირება სტრატეგიული მიზანია. ამის შესახებ კრეჩმერმა “პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 2019-ის” დაწყებამდე განაცხადა.

“ჩვენ უნდა გავაუქმოთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ვიმედოვნებ, ორივე მხარე იმუშავებს იმ საკითხზე, რომ შეხვდნენ ერთმანეთს”, – თქვა კრეჩმერმა.
საქსონიის მიწის პრემიერის აზრით, სანქციები, პირველ ყოვლისა, გერმანიის ეკონომიკას უქმნის დიდ პრობლემებს. მისივე თქმით, აუცილებელია ისეთი ქმედებები, რომ “რუსეთმა აირჩიოს ევროპული გზა და არა – ჩინეთი ან ინდოეთი”.
კრემჩერის მტკიცებით, სანქციების მოხსნა და რუსეთთან დიალოგი არ გამორიცხავს არსებულ პრობლემებზე ღიად საუბარს.
აღსანიშნავია, რომ მიხაელ კრაჩმერსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა დღეს არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები