ავსტრალიაში პოლიციამ 850 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკი ამოიღო

ავსტრალიაში, მელბურნის პორტში სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 1.6 ტ მეტამფეტამინი და 37 კგ ჰეროინი აღმოაჩინეს. მათი საერთო ღირებულება, დაახლოებით, 850 მილიონი დოლარია. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სამართალდამცავი უწყება ავრცელებს.
“სასაზღვრო პოლიციისა და ავსტრალიის ფედერალური პოლიციის ერთობლივად ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად, სამართალდამცველებმა მელბურნის პორტში, ტაილანდის დროშის ქვეშ მცურავი გემის ბორტზე, ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ვაკუუმის ცელოფნებში დაფასოებული ნარკოტიკი სტერეოდინამიკში იყო დამალული”, – წერია უწყების განცხადებაში.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ნარკოტიკული საშუალების მფლობელი ჯერ არ დაუჭერიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები