„მკვლელი ნიკა“ – ბათუმში 18 წლის გოგონამ თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა

ბათუმში 18 წლის გოგო საკუთარ სახლში თოკით ჩამომხვრჩალი იპოვეს.
თვითმკვლელობამდე, გოგონამ სოციალურ ქსელში წარწერა დატოვა – „მკვლელი ნიკა“.
არსებული ინფორმაციით, სუიციდის სავარაუდო მიზეზად შეყვარებულთან კონფლიქტი სახელდება.
გარდაცვლილის დედა შვილის შეყვარებულის დაკითხვასა და დასჯას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახი, პროტესტის ნიშნად, მიცვალებულის დაკრძალვას არ აპირებს.
„მე მინდა, რომ დაიკითხოს ეს პიროვნება და გაირკვეს, ჩემი შვილი რამ მიიყვანა თვითმკვლელობამე და რატომ დატოვა ეს წერილი“, – აცხადებს გარდაცვლილის დედა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა ბათუმში 2 დღის წინ მოხდა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115 – ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები