კახაძე შავგულიძეს: ამბობთ, რომ მურუსიძე არის ცუდი და სიტყვა არ დაგცდენიათ, ეს მურუსიძე ვინ დააავადა

თქვენ ამბობთ, რომ მურუსიძე არის ცუდი და არცერთი სიტყვა არ დაგცდენიათ ეს მურუსიძე ვინ დააავადა, – ამ სიტყვებით ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა მთაწმინდის ოლქში, თავის კონკურენტს, შალვა შავგულიძეს, მიმართა.

,,თქვენ ამბობთ, რომ მურუსიძე არის ცუდი და არცერთი სიტყვა არ დაგცდენიათ ეს მურუსიძე ვინ დააავადა, ვინ შექმნა მურუსიძე, ვინ შექმნა ეს სისტემა, ვინ დაანგრია ეს სისტემა, ვინ მოსპო სამართალი, ვინ გადააქცია სამართალი ხელის ბიჭად და თქვენ იმ ადამიანების გვერდით დგახართ ეხლა, იმიტომ მწყდება გული, აღშფოთებას ვერ ვმალავ, რომ ასეთი მაღალი რანგის კაცი ამბობთ, მე ჩემი ნებით წავედი ამათთან​,” – მიმართა კახაძემ შავგულიძეს.

​კახაძესა და შავგულიძეს შორის დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” ეთერში შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები