ნიუ- იორკში რუსთაველის სახელობის გამომცემლობის წარდგენა გაიმართა

ნიუ- იორკში, ბრუკლინის კულტურის ცენტრში „რუსთაველი პაბლიშინგ“ კომპანიის  წარდგენა გაიმართა. კომპანიის დამფუძნებელია წარმატებული ქართველი ემიგრანტი მაკა კვერენჩხილაძე-კარტაიზერი.
„ჩემი მწერლური საქმიანობა ნელ-ნელა განვითარდა და გადაიზარდა საგამომცემლო საქმიანობაში.
2019 წლის აპრილში დავაარსე „რუსთაველი პაბლიშინგ“ კომპანია და ახალი ენერგია შთავბერე ამ წლების მანძილზე შეძენილ გამოცდილებას.
ნიუ- იორკში, ბრუკლინის კულტურის ცენტრში ქალბატონ ცუცა კაპანაძისა და ჩემი უნივერსიტეტელი მეგობრის ფილოლოგ მარინა რეხვიაშვილის ხელშეწყობით ჩატარდა ულამაზესი საღამო – გამომცემლობის წარდგენა.
საღამოზე ჩემ მიერ ადრე გამოცემულ წიგნებთან ერთად საზოგადოებას წარედგინა გამოცემლობის მიერ გამოცემული საბავშვო წიგნები, ჩემი ინგლისურენოვანი მემუარი.
იყო სიახლეც: ახალი ავტორის ახალი წიგნი – ქართული ხმების ხელმძღვანელის, მომღერლისა და მწერლის, თემურ ჭკუასელის კონოსცენარი-რომანი „სიმღერით გამთბარი მიწა“ (ინგლისურ ენაზე). ბატონი თემურის ვაჟი, დათო ჭკუასელიც ემიგრანტია და მოღვაწეობს ნიუ- იორკსა და ნიუ-ჯერსიში, სადაც ქართულ სიმღერას აყვარებს ბავშვებსა და დიდებს.
მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულმა ანსამბლმა „ზეკარმა“ და გოგონათა ანსამბლმა „მაგნოლიამ“ ქართული ჰანდებით დაამშვენეს და აამღერეს დარბაზი. 17 მაისი ქართული სულის ზეიმი იყო. ამავე დროს ეს იყო ქართული ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეც. სტუმრებს შორის იყვნენ მშვენიერი მსახიობი ხათუნა იოსელიანი, მწერალი ქეთი იმერლიშვილი“… – განუცხადა „კვირას“ მაკა კვერენჩხილაძემ.

Rustaveli Publishing LLC  პირველი და ერთდერთი ონლაინგამომცემლობაა, რომელიც მოიცავს ყველა  საჭირო სერვისს – რედაქტირებიდან წიგნამდე, უმთავრესი და უპირველესი კი – ემიგრანტის და მისი გულისნადების მოსმენაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები