„ჭადრაკი ქართველი ხალხის ცხოვრებაში“ – დავით გურგენიძის წიგნის წარდგენა გაიმართება

11 ივნისს, 17 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება  დავით გურგენიძის წიგნის „ჭადრაკი ქართველი ხალხის ცხოვრებაში“ – მეორე ნაწილის წარდგენა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნის პირველი ნაწილის მსგავსად, ამჯერადაც მკითხველი გაეცნობა ჭადრაკის „კვალს“ ძველ ქართულ ლიტერატურულ ძეგლებში, საჭადრაკო ქრონიკას მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართული ჟურნალ-გაზეთებიდან, ემიგრანტი ქართველების ჭადრაკთან ურთიერთობის ფაქტებსა და ქართველი პოეტების იმ ლექსებს, რომლებიც ნონა გაფრინდაშვილისა და მაია ჩიბურდანიძის ხუთ-ხუთჯერ „გადედოფლებას“ მიეძღვნა.
ავტორმა თავი მოუყარა მრავალ საინტერესო „საჭადრაკო“ ამბავს ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები