ფოტოალბ „ტფილისი-თბილისის“ წარდგენა გაიმართა (ფოტორეპორტაჟი)

თბილისის საკრებულოს მთავარმა დარბაზმა, ფრანგი ფოტოხელოვანის, ორელიენ ვილეტისა და არტპროდიუსერის, დალი უბილავა-დე გრააფის ფოტოალბომის – „ტფილისი-თბილისის“ წარდგენას უმასპინძლა.
„ტფი­ლი­სი-თბი­ლი­სი“ არის ფო­ტო­ალ­ბო­მი, რო­მე­ლიც ძველ თბი­ლის­ში გა­მოგ­ზა­უ­რებთ და თა­ნა­მედ­რო­ვე და ძვე­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის ერ­თმა­ნეთ­თან შე­და­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ.
,,ეს არის ფოტოამბავით გადმოცემული თბილისის ისტორია არქიტექტურულად საინტერესო შენობების იმპერიალების და ექსტერიალების მეშვეობით. უამრავჯერ ნანახი უამრავი ადგილი სრულიად ახლებურად არის დანახული. წიგნზე მუშაობას დაახლოებით ორი წელი დასჭირდა“, – განაცხადა არტპროდიუსერმა, დალი უბილავამ.
თბი­ლი­სის ფო­ტო­ამ­ბის თა­ნავ­ტო­რი, ორე­ლი­ენ ვი­ლე­ტი გა­მოც­დი­ლი ფო­ტოგ­რა­ფია, რო­მელ­მაც უკვე 40-მდე ქვე­ყა­ნა მო­ი­ნა­ხუ­ლა და მათი ის­ტო­რია გა­და­ი­ღო. მისი თქმით, ფო­ტო­ალ­ბომ­ზე „ტფი­ლი­სი-თბი­ლი­სი“ მუ­შა­ო­ბი­სას, უნ­დო­და, წარ­მო­ე­ჩი­ნა, რო­გორც ის ად­გი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თით­ქმის აღარ არ­სე­ბობს, ისე ის სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც დრო­ის მსვლე­ლო­ბას­თან ერ­თად, უბ­რა­ლოდ გაქ­რა.
დალი უბი­ლა­ვა-დე გრა­ა­ფი – ქარ­თვე­ლი არტპ­რო­დი­უ­სე­რია, რო­მე­ლიც, ამ­ჟა­მად, ცხოვ­რობს ნი­დერ­ლან­დებ­ში, ქა­ლაქ ლე­ი­დენ­ში. იგი ათი წე­ლია წარ­მა­ტე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლობს მის მიერ და­არ­სე­ბულ ფონდ „არ­ტე­ქოს“ (www.artecho.nl), რომ­ლის მთა­ვა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის პრო­ექ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბაა.

ნინო ჯაჯანიძის ფოტოები

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები