„გადაიღე საქართველოში“ – 23 უცხოური პროექტი განხორციელდა

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 23 უცხოური პროექტი განხორციელდა. სააგენტოს ინფორმაციით, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, ყოველდღიურად უფრო აქტუალური და დატვირთული ხდება.
2019 წლის მაისის თვის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შემოსულია 23 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 15 ფილმზე, დამატებით 8 ფილმზე კი გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში, ჯამურად, 58.2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას კი 7 950-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები