“უმჯობესია სოხუმის და ცხინვალის გარეშე შეხვიდეთ ნატოში, ვიდრე საერთოდ ალიანსის მიღმა დარჩეთ“

უმჯობესი იქნება, საქართველოს დანარჩენი ნაწილი მაინც იყოს ნატოს შემადგენლობაში, ვიდრე საერთოდ ალიანსის მიღმა დარჩეთ – ამის შესახებ ლიტვის ყოფილი თავდაცვის მინისტრი , ამჟამად კი ქვეყნის დელეგაციის წევრი ნატოში რასა იუკნევიჩენე “კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, ნატოში გაწევრების შემთხვევაშიც კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვაშინგტონის ხელშეკრულება არ გავრცელდება, განსაკუთრებით კი მისი მეხუთე მუხლი, რომლის თანახმადაც, ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმად ფასდება. ამასთან იუკნევიჩენე აღნიშნავს, რომ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხეილისუფლებამ აფხაზეთის ან სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს ან ოკუპაციას შეეგუოს.
“ეს საფრთხილო თემაა, მაგრამ ჯერჯერობით საკითხი ასე დგას – ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლი არ იმოქმედებს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპირებულია. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთის ან სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა უნდა აღიაროთ ან ოკუპაციას უნდა შეეგუოთ, მაგრამ ალიანსის ზოგიერთი წევრი ჯერაც ფიქრობს, რომ გაუმართლებელია, ნატომ თავის რიგებში მიიღოს ქვეყანა ტერიტორიული პრობლემებით. მაპის მოპოვებისას რეალობას თვალი უნდა გაუსწოროთ – ნატოში გაწევრების შემთხვევაშიც კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვაშინგტონის ხელშეკრულება არ გავრცელდება, განსაკუთრებით კი მისი მეხუთე მუხლი, რომლის თანახმადაც, ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმად ფასდება. თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დრო გადის – დღევანდელი მოცემულობა, ავია ის თუ კარგი, შეიძლება ხვალ აღარ იყოს აქტუალური. ოკუპირებული ტერიტორიების აუღიარებლობა, რა თქმა უნდა, ტოპპრიორიტეტია, მაგრამ, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, საქართველოს დანარჩენი ნაწილი მაინც იყოს ნატოს შემადგენლობაში, ვიდრე საერთოდ ალიანსის მიღმა დარჩეთ“, – აცხადებს ლიტვის ყოფილი თავდაცვის მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები