„საქართველო სულ უფრო მზარდად ხდება ცენტრი სხვადასხვა საერთაშორისო საქმიანობისთვის“

საქართველო სულ უფრო მზარდად ხდება ცენტრი სხვადასხვა საერთაშორისო საქმიანობისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა დღეს “ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ელჩის თქმით, საქართველო არის ქვეყანა სადაც, პოლიტიკური, ეკონომიკური რეფორმები მყარ ფესვებს იდგამს.
“არსებობს სამი მიზეზი, რის გამოც ვულოცავ კონგრესს გადაწყვეტილებას, ამ სესიის საქართველოში ჩატარების შესახებ. პირველი – თუ აქამდე არ გამოგიცდიათ, ნამდვილად გექნებათ ამ კვირაში შესაძლებლობა, გამოსცადოთ ცნობილი ქართული მასპინძლობა; მეორე – ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველო სულ უფრო მზარდად ხდება ცენტრი სხვადასხვა საერთაშორისო საქმიანობისთვის და აბსოლუტურად გასაგებია, რომ ეს კონგრესი აქ ტარდება. მოდი ვაღიაროთ, რომ საქართველო გახდა ნიმუში ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც განიხილება ამ შეკრებაზე. ეს არის ქვეყანა სადაც, პოლიტიკური, ეკონომიკური რეფორმები მყარ ფესვებს იდგამს, კორუფცია აღმოიფხვრა უმრავლეს დონეზე, ეს არის ქვეყანა, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს ნიმუშს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული გაუვრცელებლობის “, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
კონგრესი საქართველოში წელს პირველად იმართება და შინაგან საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები