ბათუმში, ფოთში, თბილისსა და თელავში კამერული მუსიკის კონცერტები გაიმართება

 თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, იაპონელი პიანისტი კასუმი ბაროუქი და დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი ბათუმში, ფოთში, თბილისსა და თელავში კამერული მუსიკის კონცერტებს გამართავენ.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, პროგრამაშია:
ე. გრიგი – კვარტეტი სიმებიანი ინსტრუმენტებისთვის N 1, სოლ მინორი, თხზ. 27;
ი. ჰაიდნი – საფორტეპიანო კონცერტი რე მაჟორი, HOB XVIII:11.

კონცერტები გაიმართება:
5 ივნისი, ოთხშაბათი, 19:00 – ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა;
6 ივნისი, ხუთშაბათი, 19:00 – ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნები სასწავლებელი;
8 ივნისი, შაბათი, 19:00 – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი;
9 ივნისი, კვირა, 16:00 – თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი.
კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები