კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საგანმანათლებლო პროგრამებით გურიის რეგიონს ეწვია

ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საგანმანათლებლო პროგრამებით გურიის რეგიონს ეწვია.
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის სპეციალისტებმა სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის შემეცნებითი გაკვეთილები – „ფიროსმანი“ და „ძველი ქართული ხელნაწერები“ ჩაატარეს. მოზარდები გაეცნობიან ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების საინტერესო ეპიზოდებს და დიდი მხატვრის ტექნიკის მიბაძვით თავად შექმნიან ფერწერულ „შედევრებს“. ასევე,  ბავშვები ხელნაწერი წიგნის მინიატურით გამშვენებული გვერდის ასლს თავად შექმნიან. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სააგენტოს შემეცნებითი გაკვეთილები 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება და გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო სკოლის აღსაზღდელთა ჯგუფს მოიცავს. პროგრამის სატრენინგო კურსი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლებისთვისაც ჩატარდება, რომლებიც შემეცნებითი გაკვეთილებს სამომავლოდ გურიის სხვა საჯარო სკოლის მოწაფეებსაც შესთავაზებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები