თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

„ოპერა – სიყვარულით ბავშვებს“, – ასეთი სლოგანით აღნიშნავს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.
როგორც „კვირას“ ოპერის თეატრიდან აცნობეს, 1 ივნისს თეატრი 500-მდე ბავშვს მასპინძლობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მათ შორის არიან სოციალურად დაუცველი, დევნილი, მშობლების მზრუნველობას მოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები.
ბავშვები ვიქტორ დოლიძის ოპერას  „ქეთო და კოტეს“ დაესწრებიან. სპექტაკლის დაწყებამდე კი, შესაძლებლობა ექნებათ, ამ ოპერაში მოთხრობილი სახალისო ამბავი მოისმინონ.
ღონისძიების მხარდამჭერები – „ლიბერთი ბანკი“ და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ ბავშვებს საჩუქრებს უმზადებენ.
ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობენ ოპერის მოყვარულთა ახალგაზრდული კლუბის „ლატავრა“ წევრები, რომლის მიზანია ახალგაზრდებში კლასიკური ხელოვნებისადმი ინტერესის გაღრმავება და სამოქალაქო პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები