გორის თეატრში ინესა მერაბიშვილთან შეხვედრა გაიმართა

ცნობილი ანგლისტი და ბაირონოლოგი, თარგმანის აღიარებული თეორეტიკოსი ინესა მერაბიშვილი მშობლიურ ქალაქ გორს მეგობრებთან ერთად ესტუმრა.
გორის თეატრში პროფესორთან შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა. ღონისძიებაზე მთარგმნელის შემოქმედებასა და მოღვაწეობაზე საუბრობდნენ.
ინესა  მერაბიშვილი გამორჩეული საზოგადო მოღვაწე და მეცნიერი, რომელსაც აფასებენ საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.
ის ერთადერთი, ქართველი პროფესორია, რომელმაც ბაირონი ქართულ ენაზე თარგმნა, ხოლო გალაკტიონის პოეზია – ინგლისურად. მის ნაშრომებს საერთაშორისო არენაზე იცნობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები