მამუკა მდინარაძე “ნაცმოძრაობას”: გარეთ რომ გაბრძანდებით, იქნებ, დააფიქსიროთ, უერთდებით თუ არა კირკიტაძის ბოდიშს

„გარეთ რომ გაბრძანდებით, იქნებ, დააფიქსიროთ, უერთდებით თუ არა კირკიტაძის ბოდიშს”, – მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობას”.
„როგორც მაცნობეს, ბატონი დავით კირკიტაძე გათავისუფლდა, მან აღიარა ბრალი და ბოდიში მოიხადა. „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები  გარეთ რომ გაბრძანდებით, იქნებ, დააფიქსიროთ და დაადასტუროთ, უერთდებით თუ არა ამ ბოდიშს. მე გაძლევთ გარანტიას, რომ ბოდიში ბევრჯერ გექნებათ მოსახდელი, თუ ამას ცოტა მაინც ინამუსებთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები