თბილისის წიგნის ფესტივალი ნათელა იანქოშვილისა და რუსუდან გაჩეჩილაძის შესახებ გამოცემებს უმასპინძლებს

2 ივნისს, 14:20 საათზე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება  ქართველი ხელოვანი ქალების, მხატვარ ნათელა იანქოშვილისა და მოქანდაკე რუსუდან გაჩეჩილაძის შესახებ გამოცემები.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ორივე გამოცემას ფესტივალის სტუმრებს გააცნობს ფილოსოფოსი და არტკრიტიკოსი, დავით ანდრიაძე.
გამოცემების წარდგენის ინიციატორები არიან:  თბილისის მერია და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები