„IMMAGICA – მოგზაურობა მშვენიერების სამყაროში, ხელოვნებასა და ინოვაციებში“ – გამოფენა გაიხსნა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოფენა – IMMAGICA – მოგზაურობა მშვენიერების სამყაროში, ხელოვნებასა და ინოვაციებში“ გაიხსნა, რომელიც აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება
IMMAGICA შთამბეჭდავი ვირტუალური მოგზაურობაა დროში, რომელიც დამთვალიერებლებს XIV-XIX საუკუნეების იტალიურ ფერწერასა და ქანდაკებას გააცნობს. ეს არის ხმის, განათების, იმერსიული გამოსახულებების და მულტიმედიის ერთობლიობა.
დამთვალიერებელი პროექციების საშუალებით იხილავს ისეთი ხელოვანების ნამუშევრებს, როგორიცაა: ჯოტოს „მაესტა დი ონისანტი“ და სკროვენის კაპელის ფრესკები, ლეონარდო და ვინჩის „ხარება“, ბოტიჩელის „ვენერას დაბადება“ და „გაზაფხული“, რაფაელის „მადონა ჩიტბატონათი“, ბელოტოს „სან მარკოს მოედანი“ და „კასტელო სფორცესკო“, კანალეტოს „იტონის კოლეჯის კაპელა“, კანოვას „ამური და ფსიქეა“ და „სამი გრაცია“.
გამოფენაში გამოყენებულია VR ტექნოლოგიები, სპეციალურად პროექტისთვის შეიქმნა საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც სენსორული ეკრანების საშუალებით შესაძლებელს ხდის ნამუშევრების დეტალების დათვალიერებას და აუდიო გიდის მუსიკის თანხლებით მოსმენას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები