„სულიკო“ მსოფლიოს ხალხთა ენებზე“ – ნინო პოპიაშვილის წიგნის წარდგენა გაიმართება

1 ივნისს, 12:20-12:40 საათზე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, ფილოლოგიის დოქტორ ნინო პოპიაშვილის წიგნის – „სულიკო“ მსოფლიოს ხალხთა ენებზე“ – წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნში განხილულია აკაკი წერეთლის “სულიკოს” თარგმანები და თან ერთვის 20-ზე მეტ ენაზე შესრულებული 100-მდე თარგმანი, ფოტო და აუდიო-ვიდეო მასალა.  „სულიკოს” თარგმანების ნაწილი პირველად ქვეყნდება. წიგნმა გამოსვლისთანავე დიდი დაინტერესება გამოიწვია. მათ შორის, წიგნში გამოქვეყნებული თარგმანების ნაწილი დაიბეჭდა შვეიცარიის ლიტერატურულ ჟურნალში Specimen Press. ნინო პოპიაშვილის წიგნი “სულიკო მსოფლიოს ხალხთა ენებზე” წარდგენილი იყო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე 2018 წელს.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტოვალზე წიგნს წარადგენს ნინო პოპიაშვილი.

მისამართი: წერეთლის გამზირი 118, ექსპო ჯორჯია, მე-11 პავილიონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები