ფოტოალბომ „ტფილისი-თბილისის“ წარდგენა გაიმართება
4 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის საკრებულოს მთავარი დარბაზი, ფრანგი ფოტოხელოვანის, ორელიენ ვილეტისა და არტპროდიუსერის, დალი უბილავა-დე გრააფის ფოტოალბომის – „ტფილისი-თბილისი / „Tiflis– Tbilisi“-ის წარდგენას უმაპინძლებს.
საკრებულოს ინფორმაციით, წარდგენას გამართავს: ჰოლანდიური ფონდი ArtEcho (ხელმძღვანელი ქალბატონი დალი უბილავა-დე გრააფი) და საქართველოს ფრანგული კულტურის ინსტიტუტი, პროექტის პარტნიორებთან: ქალაქ თბილისის მერიასთან, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და გამომცემლობა პალიტრასთან, ღონისძიების პარტნიორებთან: თბილისის საკრებულოსთან და მეღვინეობა „შილდასთან” ერთად.
მისამართი: თბილისი, თავისუფლების მოედანი 2.