საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების V კონკურსის გალა კონცერტი და დაჯილდოება გაიმართება

2 ივნისს, 12:00 – 20:00  საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში,  საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების V კონკურსის გალა კონცერტი და დაჯილდოება გაიმართება.
საქართველოს საგუნდო საზოგადოების ინფორმაციით, A კატეგორიაში მეორე ტურის ჟიურის შემადგენლობაში მოწვეული იყო 3 უცხოელი ქორმაისტერი:
რომანს ვანაგსი – ლატვიის მუსიკის აკადემიის სადირიჟორო მიმართულების ხელმძღვანელი, ამავე აკადემიის ასოცირებული პროფესორი, ლატვიის უნივერსიტეტის ქალთა გუნდის „Minjona“-ს მთავარი დირიჟორი;
ტომას კაპტენი – ესტონეთის მუსიკისა და თატრის აკადემიიის პროფესორი, გუნდ  „Cantus Saimaa“-ს სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი  (ფინეთი);
მარტა კიერსკა-ვიჩაკი – საერთაშორისო საგუნდო-სადირიჟორო კონკურს „Towards Polyphony“-ს  ხელმძღვანელი და ჟიურის პრეზიდენტი, კაროლ ლიპინსკის სახელობის ვროცლავის მუსიკის აკადემიის პროფესორი, საეკლესიო მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელი. იყო ვროცლავის ტექნიკური უნივერსიტეტის კამერული გუნდ „Consonanza“-ს სამხატვრო ხელმძღვანელი.

საიუბილეო წელთან დაკავშირებით, კონკურსის გამორჩეული მონაწილეები მიიღებენ სხვადასხვა სახის პრიზებს. მონაწილეთა მოტივაციის ასამაღლებლად გუნდის თოთოეულ მომღერალს კვლავ გადაეცემა კონკურსის შედეგების შესაბამისი დიპლომი ან სიგელი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები