სასაზღვრო პოლიცია განცხადებას ავრცელებს
მედიასაშუალებების მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციას, რომ აჭარაში ბათუმის N1სამმართველოს ტერიტორია , თურქმა მესაზღვრეებმა უკანონოდ გადმოკვეთეს – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში უარყოფენ.
“სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია, აჭარაში, სასაზღვრო პოლიციის N1სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N2 სასაზღვრო სექტორის (კირნათი) დასაცავ მონაკვეთზე, თურქი მესაზღვრეებისმიერ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა მოხდა სიმართლეს არ შეესაბამება. სასაზღვრო პოლიცია მოგიწოდებთ ნუგაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას“,- აცხადებენ სასაზღვრო პოლიციაში.