პირისპირ კომუნიკაცია და კითხვებზე პასუხი – საპენსიო სააგენტო შეხვედრებს განაგრძობს
პირისპირ კომუნიკაცია, ინტერაქცია და კითხვა პასუხის რეჟიმი – საპენსიო სააგენტო შეხვედრებს განაგრძობს.
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ვაჟა ჯაფოშვილმა მიმდინარე რეფორმის შესახებ მარნეულის საზოგადოებრივ კოლეჯში ისაუბრა.
როგორც „კვირას“ საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, კოლეჯების, სკოლების, კლინიკებისა და კულტურის სახლის თანამშრომლებმა დაგროვებით საპენსიო სქემაზე ინფორმაცია მიიღეს.
გარდა ამისა, დარბაზში შეკრებილ საზოგადოებამ საპენსიო სააგენტოს სტრუქტურა, ელექტრონული სისტემა, პირადი საპენსიო ანგარიშების შემოწმების საკითხები, ჩართულ ადამიანთა რაოდენობასა და საპენსიო ასაკში პენსიის დანიშვნის თემები განიხილეს.
გასვლით შეხვედრაზე ვაჟა ჯაფოშვილმა დასაქმებულთა ყველა შეკითხვას უპასუხა.
,,დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედება არის საუკეთესო გადაწყვეტილება და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმა არის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ღირსეულ საპენსიო ასაკს უზრუნველყოფს. საზოგადოებას დრო სჭირდება, რომ კარგად დაინახოს საპენსიო რეფორმის შედეგები. ამ შეხვედრებით ჩვენ ვცდილობთ, მოსახლეობას პირადად ავუხსნათ, რა სარგებლის მომტანია დაგროვებითი საპენსიო სქემა თითოეული მოქალაქისა და მთელი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ვაჟა ჯაფოშვილმა.
მარნეულში გასვლით შეხვედრას 100-მდე ადამიანი დაესწრო
