თამარაშვილზე ავტომობილი ამობრუნდა – დაშავებულია ერთი პირი
თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ავტომობილი ამობრუნდა.
თვითმხილველების განცხადებით, მანქანა გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა, რა დროსაც ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.