ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დღეს ღამით, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე მონაკვეთზე  საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდება.
“გუშინდელმა წვიმამ და სეტყვამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის სწორი, როცა ფუნდამენტურ რეაბილიტაციას ვახორციელებთ. მხოლოდ მოასფალტება და გზის ძველი საფარის ახლით შეცვლა საქმეს არ შევლის. ქალაქში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ამიტომ, სადაც რეაბილიტაციას დავიწყებთ, იქ  ყველანაირი კომუნიკაციის ცვლილება უნდა მოხდეს, წყალარინების, სანიაღვრე ქსელის, წყალმომარაგების და ა.შ. ჭავჭავაძის გამზირზე არის კონკრეტული ადგილები, რომლებიც ჩავარდნილია და გადაუდებელ სამუშაოებს საჭიროებს. იმის გამო, რომ ქალაქში კოლაფსი არ გამოვიწვიოთ, მთლიან გამზირს ვერ გადავკეტავთ, ამიტომ ლოკაციების შერჩევა მოხდა და შეზღუდვა კონკრეტულ ადგილებზე დაწესდება. ჩამოყვანილი გვყავს უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც აღნიშნულ სამუშაოებს ზედამხედველობას გაუწევენ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები