ხელოვნების სასახლეს პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს

 საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმადაც საქართველოს პრეზიდენტი პატრონაჟს გაუწევს საქართველოს ხელოვნების სასახლეს.
ხელოვნების სასახლეში დაცული ეროვნული საგანძური უფრო ცნობადი გახდება. პრეზიდენტის თანადგომა უმნიშვნელოვანესი იქნება მუზეუმში დაგეგმილი სარესტავრაციო, საგანმანათლებლო და საგამოფენო პროექტების თვალსაზრისთაც.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის მიხეილ გიორგაძის განცხადების თანახმად, სახელმწიფოს პირველი პირების მიერ მუზეუმების პატრონაჟი ფართოდ გავრცელებული ტრადიციაა ევროპაში, და აღნიშნული მემორანდუმის არსებობა ხელოვნების სასახლის საერთაშორისო ავტორიტეტის კიდევ უფრო გაზრდას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები