ესპანეთში 5 წლის ქართველი ბავშვი ზღვაში დაიხრჩო

ესპანეთში, ერთ-ერთ სანაპიროზე, 5 წლის ქართველი ბავშვი ზღვაში ბანაობისას დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ოჯახი ესპანეთში დასასვენებლად იმყოფებოდა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე ინფორმირებულია საკონსულო და ის ოჯახთან მუდმივ კონტაქტზეა.
“ბარსელონაში საქართველოს საკონსულო აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია და ოჯახთან მუდმივ კომუნიკაციაშია”, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები