ბავშვთა დაცვის დღე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეშიც აღნიშნეს

    მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ტრადიციულად ღონისძიება ანსამბლმა “მზიურმა” გახსნა. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სასახლის ბაღში მიმდინარეობდა. სადაც წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა ბავშვთა უფლებების დაცვის თემაზე.
სამხატვრო წრის ბავშვებმა საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს, რომელიც შესრულებულია ყველა იმ მხატვრული ტექნიკით, რაც სასახლეში შეისწავლება.
ნამუშევრების გამოფენა ქანდაკების წრის მოსწავლეებმაც მოაწყვეს . ასევე გამოფინეს ანტინარკოტიკულ თემაზე მომზადებული ნამუშევრები.
დღესვე გაიმართება სპორტული შეჯიბრი – მხიარული სტარტები, რაც მოიცავს შეჯიბრს გოგონებსა და ვაჟებს შორის, კალათბურთს, ბაგირის გადაწევას, წინააღმდეგობების დაძლევას.
მხიარული სტარტების ფინალი 16:30-დან 17:00 საათამდე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები